სიღნაღი – ქიზიყის გული, მთაგორიანი ქალაქი…გომბორის ქედზე გოროზად გადმომდგარი და ალაზნის ველის ფხიზლად მოდარაჯე.მეცნიერთა გამოკვლევით თანამედროვე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი. მუნიციპალიტეტის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ.
ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში.
ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი მას ,,კამბისენეს” უწოდებდა. იბერიიდან ალბანეთში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბისენეზე გადისო – წერდა იგი. ბერძენ ისტორიკოსს დიონ კასიოსს მდინარე იორიც ,, კამბისად“ აქვს დასახელებული.
ქიზიყი გაძლიერდა და წელში გაიმართა მეთვრამეტე საუკუნეშ. ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში. მეფე ერეკლეს ჰყვარებია ქიზიყი და ქიზიყელები. მან პირველი საბრძოლო ნათლობა ქიზიყში მიიღო, როცა 15 წლისა მამაცურად წარუძღვა ქიზიყელთა ლაშქარს, სასტიკად დაამარცხა ლეკთა ჯარი და გამარჯვებული დაბრუნდა მაღაროს.
ხორნაბუჯის, - იმდროინდელი ცენტრის დასუსტების შემდებ სიღნაღი სულ უფრო წამყვან როლს ასრულებს ქიზიყის ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment