სიღნაღის მუზეუმი

სიღნაღის მუზეუმი დაარსდა 1947 წელს, როგორც ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ექსპოზიცია გაიხსნა 1950 წლის 31 დეკემბერს. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 700-ს ითვლიდა და წარმოდგენილი იყო ისტორიის, სოციალური მშენებლობისა და ბუნებისმეტყველების განყოფილებები. წლების მანძილზე ივსებოდა მუზეუმის ფონდი. 1967 წლიდან მუზეუმთან გაიხსნა სამხატვრო გალერეა,  რომელსაც ცნობილმა თუ დამწყებმა მხატვრებმა შემოსწირეს 600-მდე მხატვრული ტილო თუ სკულპტურა.სიღნაღის მუზეუმის ფონდებშია დაცული ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, დაახლოებით 2000 ერთეული, მათ შორისაა უძველესი სასანიდური მონეტები, თამარის, ლაშა_გიორგის, ერეკლეს მიერ მოჭრილი მონეტები;  ბონისტიკური და ჰერალდიკური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენების სახით.
მუზეუმის ფონდი მდიდარია ფოტო და დოკუმენტური კოლექციებით (დაახლოებით 50 000 ერთეული). აქ   დაცული არქეოლოგიური ექსპონატების გარკვეული რაოდენობა შემთხვევით მონაპოვარი და შემოწირულობაა.

No comments:

Post a Comment